LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდული Toyota Prius გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

41

ამერიკაში გინესის ახალი რეკორდი დაამყარეს. საქმე გახლავთ იმაში, რომ კალიფორნიის შტატში, სამხედრო-საზღვაო ბაზაზე უამრავი ჰიბრიდული ავტომობილი, მათ შორის კი  332 ერთეული Toyota Prius მოგროვდა.

როგორც ცნობილი ხდება, კალიფორნიის შტატის მოსახლეობის 40% სწორედ Toyota Prius-ის მფლობელია და შესაბამისად, ტერიტორიაც სწორედ ამ მიზეზის გამო შეირჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ”ყველაზე მასშტაბიანი ჰიბრიდული პარადის” მონაწილეები იყვნენ როგორც ძველი თაობის მოდელები, აგრეთვე უახლესი, 2015 წლის სექტემბერში გამოშვებული მოდელებიც.

მეოთხე თაობის Prius ახალ პლატფორმაზე დამზადდა, რომელშიც მოთავსებულია 1.8 ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე და 73 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდული ძრავები. ამასთანავე ახალი თაობის მოდელები აღჭურვილია სახლის პირობებში დამუხტვის სისტემითაც.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მსგავსი რეკორდი გასულ წელს გერმანიაში დამყარდა, სადაც ჯამში 577 ჰიბრიდული ავტომობილი მოგროვდა, მათ შორის Nissan Leaf, Tesla Model S, Renault Zoe და BMW i3. წლევანდელმა რეკორდმა კი 1000-მდე ავტომობილი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები