LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიტის – Die with a Smile კლიპის პრემიერიდან 8 თვეში, ვიდეომ მილიარდი ნახვა დააგროვა

119
photo-collage.png (4)

ლედი გაგასა და ბრუნო მარსის ერთობლივი სიმღერის – Die with a Smile კლიპმა ,,იუთუბზე” მილიარდი ნახვა დააგროვა, რითაც ,,YouTube-ის მილიარდიანი ნახვის” კლუბში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეომ, რომლის თანარეჟისორი მარსია, ამ ნიშნულს პრემიერიდან 8 თვეში მიაღწია.

შედეგად, მუსიკალური რგოლი ლედი გაგას მეოთხე, ხოლო ბრუნო მარსის მეათე ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელიც ვიდეოპლატფორმის თემატურ რეიტინგში მოხვდა.

ისტორიული მიღწევები და ჰიტები, რომელთა კლიპებს YouTube-ზე მილიარდობით ნახვა აქვს

შეგახსენებთ, რომ Die with a Smile, რომელიც გასული წლის 16 აგვისტოს გამოვიდა, დაუგეგმავად, ლედი გაგას მეშვიდე სტუდიური ალბომის – Mayhem ნაწილი გახდა. არტისტებმა კოლაბისთვის ,,გრემის” ორი ნომინაცია მიიღეს და მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემიის გამარჯვებულადაც იქცნენ, ვინაიდან მათი თანამშრომლობა ,,დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პოპ პერფორმანსად” დასახელდა.

ლედი გაგასა და ბრუნო მარსის მიძღვნა ლოს-ანჯელესს – დუეტმა ,,გრემიზე” საკულტო ჰიტი შეასრულა და ჯილდოც მოიგო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები