LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ გრანტს უიმბლდონზე, ყველაზე დაძაბული მატჩის დროს ჩაეძინა

173
page

ბრიტანელი მსახიობი ჰიუ გრანტი უიმბლდონის ერთ-ერთ მატჩს დაესწრო, სადაც სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იტალიელი ფლავიო კობოლი დაამარცხა. გრანტი თამაშს სამეფო ლოჟიდან აკვირდებოდა, სადაც სხვა ცნობილი სტუმრებიც იმყოფებოდნენ. თუმცა მოულოდნელი და სახალისო სცენა პირველი სეტის ბოლოს დაფიქსირდა. მსახიობს პირდაპირ თამაშის დროს ჩაეძინა. კადრებში ჩანს, რომ ეს მომენტი დედოფალ კამილასთან მოკლე შეხვედრისა და საუბრის შემდეგ მოხდა.

გულშემატკივრები არ მალავდნენ განცვიფრებას, ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მას თან მოჰყვა იუმორისტული წარწერები:

„ჰიუ გრანტისთვის ეს ყველაფერი ცოტა ზედმეტია“, „ჰიუ გრანტი ჩოგბურთის თამაშზე სძინავს ჰაჰა“, – წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი „ტვიტერზე“. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი საკმაოდ დინამიკური იყო, ჩანს, რომ გრანტისთვის სამეფო ლოჟა ძალიან დამამშვიდებელი აღმოჩნდა.

ფოტო/ვიდეო: რენე ზელვეგერისა და ჰიუ გრანტის ემოციური შეხვედრა და „ბრიჯიტ ჯონსის დღიურების“ ახალი ნაწილის პრემიერა

ელეგანტური ჰიუ გრანტი მეუღლესთან ერთად წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები