LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H&M-ის ახალი კოლექციის რეკლამირებაში დევიდ ბექჰემი და კევინ ჰარტი მონაწილეობს

15

დევიდ ბექჰემი, რომ ფეხბურთიდან შოუბიზნესში გადაბარგდა უცხო ნამდვილად არავისთვისაა. ამ ეტაპისთვის დევიდმა უკვე მოასწრო რამდენიმე კინოროლში, თუ სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მიღება. ამჯერად დევიდი ცნობილ მსახიობ კევინ ჰარტთან დაწყვილდა.

კომედიური ჟანრის სარეკლამო რგოლში, დევიდი საკუთარ თავს თამაშობს, ხოლო ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი კევინ ჰარტი ცდილობს მის მიბაძვას და მაქსიმალურად ცდილობს ფეხბურთელის მოძრაობები, თუ მიმიკები შეისწავლოს, რაც დევიდს სრულებითაც არ მოსწონს. დანარჩენი დეტალებისთვის იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ H&M-ის მამაკაცის ახალი კოლექცია, პირველი ოქტომბრიდან ჩაეშვა რეალიზაციაში.

 

https://www.youtube.com/watch?t=203&v=76n2Rtm3tsw

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები