LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიელებმა პლასტმასის გზების მშენებლობა დაიწყეს

21

როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ჰოლანდიაში დაიწყეს პლასტმასის გზების დაგება, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გამძლე და უსაფრთხო იქნება.

პროექტის ავტორები და ინიციატორები საგზაო ინფრასტრუქტურაში მოღვაწე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია KWS Infra–სა და Volkerwessels-ის წამყვანი ინჟინრები არიან. წარდგენილ პროექტს ჰოლანდიის მთავრობამ მხარი ერთხმად დაუჭირა და სამუშაოების დასაწყებად იდეის ავტორებს სრული მზადყოფნა გამოუცხადეს.

”მუდმივი” გზების პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პლასტმასის გზები, ტრადიციულთან შედარებით ბევრად პრაქტიკული, გამძლე და მცირებიუჯეტიანი იქნება. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ პლასტმასის გზა მოსახლეობას მტვრისა სხვა ნარჩენებისგანაც დაიცავს.

მათივე განცხადებით, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული პლასტმასი ბევრად უფრო გამტარუნარიანია, როგორც ნალექის მხრივ, აგრეთვე საავტომობილო დატვირთვის მხირიდანაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები