The Hollywood Reporter-მა ახალი ნომრისთვის ჯენიფერ ლოურენსი, ემა სტოუნი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჯესიკა ჩესტეინი, ელისონ ჯენი და სირშა რონანი მიიწვია.
ინტერვიუში მსახიობებმა ისაუბრეს თუ როგორია ქალბატონებისთვის დღევანდელ პირობებში ჰოლივუდში მუშაობა. მაგალითად ჯენიფერმა გაიხსენა, როგორ „ისჯება“ გადასაღებ მოედანზე როდესაც საკუთარი თავის დაცვას ცდილობს.
„ზოგჯერ ასე ხდება: როგორღაც გადავწყვიტე თავი დავიცვა, ამ დროს მოდის პროდიუსერი და მეუბნება, რომ მეტისმეტად თვითნებურად ვიქცევი, რაც სინამდვილეში არასწორია. საბოლოოდ ჩემი სამუშაო საფრთხის ქვეშ დგებოდა, იმიტომ რომ რეჟისორს ჩემი მისამართით წარმოთქმულ ფრაზებზე ვუთითებდი, რომ ასე საუბარი არ შეიძლება. აი ამ დროს მსჯიდნენ, ბოლოს კი მეშინოდა, რომ ჩემთან საერთოდ აღარ იმუშავებდნენ. ჩემზე ამბობდნენ რომ რთული ვარ… ეს ნამდვილი კოშმარია“ – თქვა ლორენსმა.