LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდში საყვარელი კინოპერსონაჟი გამოვლინდა

44

ჰერმიონა გრეინჯერი ჰოლივუდის ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. გამოკითხვაში საყვარელი გმირის გამოსავლენად მსახიობები, რეჟისორები და კინოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ.

რესპოდენტებს სთხოვეს საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი დაესახელებინათ. სია 50 სახელისგან შედგებოდა, რომლის სათავეშიც „ჰარი პოტერის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი აღმოჩნდა, ემა სთოუნის შესრულებით.

მეორე ადგილზე პრინცესა ლეა იმყოფება „ვარსკვლავური ომებიდან, რომლის როლსაც კერი ფიშერი ასრულებს, მესამე პოზიციას კი ბაფი სამერსი იკავებს სერიალიდან „ბაფი – ვამპირების გამანადგურებელი“. აღნიშნული პერსონაჟის როლს სარა მიშელ გელარი ასრულებს.

მრანდა პრისლი მერილ სტრიპის მონაწილეობით ფილმიდან „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეოთხე ადგილზე მოხვდა, დანა სკალი ჯილიან ანდერსონის მონაწილეობით „საიდუმლო მასალებიდან“ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ათეულში ასევე მოხვდნენ დეინერის ტარგარიენი „სამეფო კარის თამაშებიდან“ ემილია კლარკის მონაწილეობით, ელ ვუდსი „ქერათმიანი ადვოკატიდან“ რიზ უიზერსპუნის შესრულებით, მერი პოპინსი ამავე სახელწოდების ფილმიდან, რომლის როლსაც ჯული ენდრიუსი ასრულებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები