LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda 750 ათას მანქანას უკან გამოიწვევს, მიზეზი უსაფრთხოების ბალიშებია

137
honda

Honda აპირებს, რომ დეფექტის მქონე 750 ათასი მანქანა შეაკეთოს. იაპონურმა კომპანიამ აშშ-ში მასშტაბური უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა. სერვის ცენტრში ელოდებიან იმ ავტომობილთა მეპატრონეებს, რომლებსაც უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩნდათ. სიკვდილიანობის ან ტრავმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა Honda-მ გაუმართაობასთან დაკავშირებით 3 ათასზე მეტი საჩივარი მიიღო.

გაირკვა, რომ უსაფრთხოების ბალიშები ზოგიერთ მოდელზე მოულოდნელად იხსნება. საქმე წინა მგზავრის სავარძლის წონის გადამცემშია, რომელიც შეიძლება გაიბზაროს და მოკლე ჩართვა გამოიწვიოს. ამის გაბო აირბაგი საჭიროების გარეშე იხსნება. სადილერო ცენტრებში Honda დეფექტიის მქონე ყველა გადამცემს უფასოდ გამოცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები