LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda 70 წლის განმავლობაში პირველად დაზარალდა

105
ქირიას NEWS შაბლონი (3)

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მ 1957 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა წლიური ზარალი. კომპანიის ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი ელექტრომობილების მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები და ბაზარზე მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნა გახდა.

გასული ფინანსური წლის შედეგებით, რომელიც მარტში დასრულდა, Honda-ს საოპერაციო ზარალმა 414,3 მილიარდი იენი (დაახლოებით 2,6 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ერთი წლით ადრე კომპანიას 1,2 ტრილიონი იენის მოგება ჰქონდა.

კომპანიამ 1,45 ტრილიონი იენის მოცულობის აქტივები ჩამოწერა, რაც ელექტრომობილების მიმართულების რესტრუქტურიზაციას უკავშირდება. ამის ფონზე Honda-მ შეცვალა თავისი გრძელვადიანი სტრატეგიაც – კომპანიამ გააუქმა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის გაყიდვების 20% ელექტრომობილებზე უნდა მოსულიყო.

ასევე გაუქმდა მიზანი, რომლის თანახმადაც Honda 2040 წლისთვის სრულად უნდა გადასულიყო მხოლოდ ელექტრო და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვაზე.

კომპანიამ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა კანადაში 11 მილიარდიანი პროექტიც, რომელიც ელემენტებისა და ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებდა.

მიუხედავად სუსტი ფინანსური შედეგებისა, Honda-ს აქციები 3,8%-ით გაიზარდა. ინვესტორებმა დადებითად შეაფასეს კომპანიის გადაწყვეტილება, დივიდენდები უცვლელად შეენარჩუნებინა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში აქციონერებისთვის დაახლოებით 800 მილიარდი იენი გამოეყო.

კომპანიას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოტოციკლების ბიზნესმა გაუწია – ინდოეთსა და ბრაზილიაში მაღალი მოთხოვნის ფონზე ამ მიმართულებამ რეკორდული გაყიდვები და მოგება აჩვენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები