იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მ კორპორაცია Disney-სთან ერთად Honda Odyssey-ს ბაზაზე უნიკალური მინივენი შეიმუშავა, რომელიც სახელგანთქმულ ანიმაციურ გმირს, მინი მაუსს ეძღვნება.
ავტომობილმა სახელწოდება Minnie Van მიიღო, ძარა მთლიანად ვარდისფერსა და თეთრშია გადაწყვეტილი, სახურავზე კი უზარმაზარი ყურებია ვარდისფერი ბაფთით განთავსებული.
საინტერესოა, რომ ცვლილება არა მხოლოდ ექსტერიერს შეეხო, არამედ მინივენის სალონსაც. ფოტოებზე ჩანს, რომ წინა პანელზე ყვავილის ქოთანი დგას, უკანა ნაწილში კი ვარდისფერი ბალიშები დევს.
უნიკალური მინივენის სახალხო პრეზენტაცია კალიფორნიის შტატში Disney D23 Expo-ზე უკვე შედგა. ეს ავტომობილი ბავშვთა მოდის ჩვენებაზე Minnie’s Style-ში მიიღებს მონაწილეობას.