LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ გადაწყვიტა ამერიკელებს მექანიკის მართვა ასწავლოს

256

კომპანია Honda-ს ამერიკულმა განყოფილებამ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ უნდა მართო ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. რგოლი YouTube-ზე მარკის ოფიციალურ არხზეა გამოაქვეყნებული.

ვიდეორგოლში მოთხრობილია, თუ რაში სჭირდება მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებს გადაბმულობის სატერფული. ასევე, რა მომენტშია ის საჭირო.

ამ დროისათვის აშშ-ში „მექანიკა“ პოპულარობით არ სარგებლობს. გაყიდვების საერთო მოცულობიდან მხოლოდ ავტომობილის მხოლოდ 5%-ია ასეთი ტრანსმისიით აღჭურვილი. შედარებისთვის, გეტყვით, რომ ევროპასა და იაპონიაში ავტომობილები „მექანიკით“ 60%-მდეა.

აშშ-ში ავტომწარმოებელთა უმრავლესობა საერთოდ არ სთავაზობს მომხმარებელს მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ ავტომობილს.

Honda გამონაკლისია – თითქმის ყოველი მოდელისთვის აქვს ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაც.

რგოლში მეათე თაობის Accord-ია წარმოდგენილი. ავტომობილი ახალ შასიზეა აწყობილი, აქვს უფრო მსუბუქი ძარა ახალი ძრავთა გამა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები