LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda NSX და Nissan GT-R ერთმანეთის წინააღმდეგ (ვიდეო)

27

სუპერქარები Honda NSX და Nissan GT-R მეოთხედი მილის დისტანციაზე ერთმანეთს შეადარეს. ცდები ბრიტანულმა საიტმა CarWow-მ ჩაატარა. შედეგები კი გამოცემის YouTube არხზეა გამოქვეყნებული.

სულ სამი ცდა ჩატარდა: დრაგ რბოლა ადგილიდან სტარტში, გარბენი 80კმ/საათიდან და მუხრუჭი 113კმ/საათზე.

კუპე Honda NSX ას კილომეტრს 3,6 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 307 კმ/საათია.

რაც შეეხება Nissan GT-R-ს, ის პირველ ას კილომეტრს 2,7 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 315 კმ/საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები