კომპანია Honda-მ პროფესიონალი მრბოლელისა და გეიმერის რბოლის ორგანიზება გააკეთა. მიზანი იმის დემონსტრირება იყო, თუ რამდენად ახლოს არის რეალური რბოლების სამყარო ვირტუალურთან. ამასთან, რეალური სამყაროს მძღოლს, შერეული რეალობის ტექნოლოგიის წყალობით, შეეძლო თავისი ოპონენტის ავტომობილის „მოჩვენება“ დაენახა.
რბოლაში სერია IndyCar-ის პილოტი გრეიამ რაჰალი და პროფესიონალი გეიმერი პიტერ the SLAPtrain ჯეკინსი მონაწილეობდნენ. ისინი ორივე Civic Type R-ებით, „როუდ ატლანტას“ სარბოლო ტრასაზე რბოლობდნენ, თუმა ჯეკინსი ამისათვის ვიდეოთამაშს Forza Motorsport 7 იყენებდა.
რაჰალას ავტომობილზე განსაკუთრებული მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რომელიც რეალური დროის რეჟიმში საქარე მინაზე ჯეკინსის ავტომობილის მდებარეობასა და მანევრებს ასახავდა.
Honda Civic Type R 320 ცხენის ძალას ავითარებს, ის მხოლოდ ექვს საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
ნულიდან ას კილომეტრამდე Civic Type R 5,7 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 272 კმ/საათია.