Honda გამოცდის სისტემას, რომელიც მთვარის ასათვისებლადაა საჭირო. იაპონური ბრენდი უკვე კარგა ხანია რაც საავტომობილო სექტორში წყალბადის ტექნოლოგიებს ავითარებს. ამჯერად კი ბრენდმა გადაწყვიტა თავისი ქმნილება კოსმოსში გამოცადოს. ინჟინერთა ჩანაფიქრით, ახალი სისტემა უნდა გახდეს ინფრასტრუქტურის ნაწილი და ადამიანს მთვარის ზედაპირზე ცხოვრებაში უნდა შეუწყოს ხელი.
ცდების დროს სისტემა მზის ენერგიით იმუშავებს და მთვარის დღის განმავლობაში წყლისგან წყალბადსა და ჟანგბადს აწარმოებს. როცა მზის თანამგზავრის ზედაპირზე მზის შუქი პირდაპირ არ მოხვდება, ჟანგბადის ნაწილს ასტრონავტთა სუნთქვისთვის გამოიყენებენ.
დარჩენილი ჟანგბადი ელექტროენერგიის გამოსაყენებლად იქნება განკუთვნილი, ზუსტად ისე როგორც წყალბადის ავტომობილების შემთხვევაში.
პროექტის ავტორთა აზრით, მსგავსი ტექნოლოგია მთვარის ათვისების დროს ტრანსპორტის ხარჯებს შეამცირებს.