კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად „Apple“ და „Google“ იწყებენ მუშაობას ტექნოლოგიაზე, რომელიც “კოვიდ 19”-ით ინფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაციას შეატყობინებს მოქალაქეებს და ამით თითოეულ ადამიანს საშუალებას მისცემს გაიგოს იკვეთება თუ არა ინფიცირებულ პირთან მათი კონტაქტები. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
კერძოდ, იქმნება აპლიკაცია, რომელსაც მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში ჩამოწერს სმარტფონში. ტექნოლოგია კი ბლუთუზის სიგნალის მეშვეობით დააფიქსირებს მომხმარებლების ახლო დისტანციაზე გარკვეული ვადით ყოფნას. მაგალითად, თუკი მომავალში ამ აპლიკაციის მქონე ადამიანს დაუდასტურდება კორონავირუსი, მას ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი, მასთან ახლოს მყოფი ყველა მოქალაქე საფრთხის შესახებ შეტყობინებას მიიღებს.
იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა
კომპანიების წარმომადგენლების მტკიცებით, მოქალაქეების პირადი მონაცემები დაცული იქნება, რადგან პირის ვინაობასა და ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს ტექნოლოგია არ ჩაიწერს.
ამასთან, ჯგუფს იმედი აქვს, რომ მოხალისე მომხმარებლები, რომელთა ანონიმურობა შენარჩუნებული იქნება, ერთმანეთის გაფრთხილებაში წვლილს თავად შეიტანენ.