LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei ახალ ფლაგმანს, Honor 8-ს აგვისტოში გამოუშვებს

109

ჩინური სმარტფონების მწარმოებელი Huawei, რომელიც გასულ წელს Google-თან ახალი ფლაგმანის Nexus 6x-ის თანაავტორად წარმოგვიდგა, როგორც ჩანს, ახალ მოდელს აანონსებს, რომელიც ამ ზაფხულზე გამოვა.

Huawei-ს სმარტფონები გამოირჩევიან აწყობის Premium ხარისხითა და დაბალი ღირებულებით, რაც სტერეოტიპს ჩინური პროდუქციის უხარისხობასთან დაკავშირებით არანაირად ამართლებს.

ახალი ფლაგმანური სმარტფონი 2016 წლის ზაფხულის განმავლობაში, როგორც ჩანს კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან დიდი ხანია მათ ახალი მოწყობილობების შესახებ ანონსი არ გაუკეთებიათ.

როგორც ჩანს Honor 8-ის ფასი ფლაგმანური მოდელის P9-ს ფასს არ ჩამოუვარდება, თუმცა როგორც Honor-ის კლასის სმარტფონი, შედარებით იაფი ეღირება.

აპარატის კორპუსი მთლიანად მეტალისა და მინისგანაა დამზადებული, რომელიც Huawei-ს საავტორო პროცესორების ხაზზე იმუშავებს. პროცესორი Kirin 950, გაცილებით უკეთესი წარმადობითა და ენერგომოხმარებით  გამოირჩევა, ვიდრე მისი წინამორბედი. 5.2 დიუმიანი FullHD მატრიცით წარმოუდგენლად ეფექტური გამოსახულება გაჯეტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

აპარატი ორ ვარიანტშია გადაწყვეტილი: 32 GB და 64 GB. აკუმულატორი განისაზღვრა 3000 mAh-ით, ხოლო ოპერატიული მეხსიერება შეადგენს შიდა მეხსიერების მიხედვით 3 GB-ს (32 GB-იანი ვერსიითვის) ხოლო 4 GB-ს (64 GB-იანი ვერსიისთვის).

დივაისი აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიების სტანდარტული ფუნქციებით, NFC, LTE ევროპული და ამერიკული სიხშირეებითა და თითის ანაბეჭდის სენსორით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები