LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai 28 ათასზე მეტ ავტომობილს უკან გამოიწვევს

144
hyundai (1)

Huyndai Motor America-მ მასშტაბური უკან გამოწვევის კამპანია დაიწყო. მიზეზი ზეთის გაჟონვის რისკია, რასაც ძრავის აალება შეუძლია, ამიტომ აშშ-ში რეალიზებულ 28,439 ავტომობილს სერვის ცენტრებში შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში შეაკეთებენ.

საშიშროება კი მართლაც ძალიან მაღალია და ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია. ამ დროისთვის კომპანიას უბედური შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

უკან გამოწვეულ მოდელებს შორისაა 2018-2020 წლების Genesis G80, 2019-2022 წლის G90 და 2019-2022 წლების G70. ეს მოდელები 3.3 ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, სამხრეთ კორეაში დამატებით კიდე 170 ათას ელექტრომობილს გამოიწვევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები