სასტუმრო „ბილტმორში“, დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კომპანია Hyundai Glovis-ის პრეზიდენტს კუნგბაე კიმს და Hyundai Glovis Europe-ის პრეზიდენტს სოჩულ კიმს შეხვდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Hyundai Glovis ერთ-ერთი მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს.
უწყების ცნობითვე, კომპანიის პრეზიდენტის კუნგბაე კიმი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. შეხვედრა მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტების Hyundai Glovis-ის გემებზე საზღვაო სასწავლო პრაქტიკით უზრუნველყოფას. ამ მიზნით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
