Hyundai Kona-ს ახალი კროსოვერის ფასი ცნობილია. სამხრეთ კორეულმა ბრენდმა მორიგი შედევრის ღირებულება გაამხილა. Kona-ს შეძენას ამერიკელები უკვე მარტის თვეში შეძლებენ და მისი ღირებულება 20 000 დოლარი იქნება.
ახალი Hyundai 2,0 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 147 ცხენის ძალას ანვითარებს. თუმცა, ეს არის საბაზისო მოდელი, რომლის ტექნიკური ღირებულებაც 22 450 დოლარია.
ხოლო რაც შეეხება Hyundai Kona-ს ყველაზე ძვირადღირებულ ვერსიას Ultimate-ს – ის 1,6 ლიტრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი და მისი სიმძლავრე 175 ცხენის ძალამდეც აღწევს. ასეთი მოდელის საბაზრო ფასი კი 28 700 დოლარამდე იზრდება.