Hyundai Ioniq 5-ის წარმოება დაბალი მოთხოვნის გამო ჩერდება. სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, მწარმოებელი ერთდროულად ორი ხაზის Ioniq 5-ის და Kona Electric-ის დაპაუზებას აპირებს. მიზეზი – „ელემენტიან“ ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებაა, რაც ჩინური კონკურენტების მხრიდან ზეწოლამ გამოიწვია. Ioniq 5, რომელსაც „მსოფლიოს წლის ავტომობილის“ კონკურსში მთავარი ჯილდო არაერთხელ აქვს აღებული, იანვრიდან დღემდე მხოლოდ 75 ერთეული გაიყიდა.
მოთხოვნა სხვა ელექტროქარებზეც საკმაოდაა შემცირებული. მათ მიმართ ინტერესის გასაზრდელად, Hyundai-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფასდაკლებების კამპანიები დაიწყო და საუბარი 5 მილიონ ვონზეა.
Ioniq 5 იწარმოება აშშ-შიც, სადაც ასევე არასახარბიელო სიტუაციაა. ავტომწარმოებლის ხელმძღვანელობამ შიდა წერილში გაყიდვების შემცირება დაადასტურა და გამოთქვა ვარაუდი, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.