Hyundai-მ ჩინელებისთვის უხეში Tuscon შექმნა. განახლებული კროსოვერის ნახვის საშუალება ავტომოყვარულებს რამდენიმე დღის წინ გახსნილ ავტოსალონზე ქონდათ.
შეგახსენებთ, რომ Tuscon-ის სპეციალური ვერსია სამხრეთ კორეელებს, ამერიკელებსა და ევროპელებს უკვე აქვთ და ამჯერად ჩინელების რიგიც მოვიდა. ჩინური კროსოვერი სხვა ანალოგებისგან სრულიად განსხვავებულია, მან ბევრად უფრო უხეში ვიზუალი და საფირმო სტილი მიიღო.
ავტომობილის სიგრძე 65 მმ-ით გაიზარდა და 4545 მმ გახდა, ინტერიერიც განახლდა და მოდელმა გაზრდილი პანელი და უახლესი მულტიმედიური სისტემა მიიღო. კაპოტის ქვეშ კროსოვერს 1,6 T-GDI ტურბო ძრავი აქვს და 177 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ჩინელებისთვის შექმნილი Tuscon-ის გაყიდვები უახლოეს მომავალში, სექტემბრის თვიდან დაიწყება.