LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai–მ განახლებული Kona–ს პირველი გამოსახულება გაავრცელა

133
71c413b963fd6d2e08f9200a43c9e660f2a8bf4a

კომპანია Hyundai–მ განახლებული კროსოვერი Kona–ს პირველი გამოსახულება გაავრცელა. როგორც მწარმოებელი ირწმუნება, სიახლის ვიზუალი „მგრძნობიარე სპორტულობასთანაა“ დაკავშირებული, რაც ძალიან გამოკვეთილ სილუეტში გამოიხატა. მოდელის საჯარო დებიუტი უახლოს კვირაში იგეგმება.

განახლებულმა Hyundai Kona–მ განსხვავებული „ცხვირი“, ახალი ბამპერები და დიოდის ფარები მიიღო. რაც შეეხება მის სპორტულ ვერსიას Kona N Line–ს ის კიდევ უფრო აგრესიულად გამოიყურება და განსხვავებული რადიატორის ბადეც აქვს. კორეელი ჟურნალისტების ინფორმაციით, Kona N Line–ის კაპოტის ქვეშ 1.6 Smartstream ძრავი განთავსდება და აგრეგატს 217 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.

რაც შეეხება ჩვეულებრივი Kona–ს ძრავთა ვარიაციას, სავარაუდოდ, დიდი ცვლილებები არ იგეგმება და „ატმოსფერული“ 2.0 ძრავი დარჩება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები