LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai მომავალი პიკაპებისთვის ახალ ტექნოლოგიებს ქმნის

105
Hyundai მომავალი პიკაპებისთვის ახალ ტექნოლოგიებს ქმნის

კომპანია Hyundai Motor Company ავითარებს სრულიად ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც ბრენდს აქამდე გაუკეთებია. როგორც ს Hyundai-ს პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი დონ რომანო აცხადებ, ეს ინოვაციები შექმნის ისეთ პიკაპებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც აღარ დაემსგავსება ჩინურ ანალოგებს.

„მზარდი კონკურენციის ფონზე ჩვენ უნდა გამოვირჩეოდეთ. დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შედეგები ჩემი სამწლიანი ვადის დასრულებამდე გამოჩნდება,“ – აღნიშნა რომანომ.

Hyundai ამჟამად ორ ახალ პიკაპზე მუშაობს. ერთ მათგანს კომპანია  General Motors-თან პარტნიორობით შექმნის, მეორე კი – დამოუკიდებელი პროდუქტი იქნება. რომანოს თქმით, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის:

„ჩვენ გვაქვს პარტნიორობა General Motors-თან და განვიხილავთ ამ შესაძლებლობას. თუმცა შესაძლებელია, რომ დამოუკიდებლადაც წავიდეთ. მთავარი მიზანი – შევქმნათ Hyundai-ს პიკაპი ჩვენი უნიკალური ტექნოლოგიებით.“

ერთი ახალი პიკაპი სპეციალურად ავსტრალიური ბაზრისთვის შეიქმნება და კონკურენციას გაუწევს Ford Ranger-ს. ავტომობილი  ჩარჩოიან პლატფორმაზე აშენდება. გამოცემა CarExpert ვარაუდობს, რომ ახალი მოდელები მიიღებენ ჰიბრიდულ EREV ტიპის ძალოვან აგრეგატებს – ანუ სისტემას, სადაც ბენზინის ძრავა მხოლოდ გენერატორის როლს ასრულებს.

„უნდა ვიპოვოთ ბალანსი, რომელიც მოერგება როგორც ავსტრალიას, ისე გლობალურ ბაზარს. შესაძლოა ეს ბალანსი იყოს დიზელი, ჰიბრიდი ან ნაწილობრივ ჰიბრიდი,“ – განმარტა რომანომ.

ამჟამად Hyundai-ს ასორტიმენტში მხოლოდ ერთი პიკაპია – Santa Cruz, რომელიც 2021 წელს გამოვიდა. ვიზუალურად ის Tucson-ის კროსოვერზეა დაფუძნებული და მისი წინა ნაწილი მსგავს დიზაინს ინარჩუნებს.

CarExpert-ის ცნობით, კომპანიამ უკვე დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშნები Ioniq T7 და Ioniq T10, რაც მიანიშნებს, რომ მომავალში შესაძლოა გამოჩნდნენ სრულიად ელექტრული პიკაპებიც.

შეგახსენებთ, რომ Kia-მ რომელიც Hyundai Motor Group-ში შედის, უკვე წარადგინა თავისი პირველი პიკაპი Tasman, რომელიც  სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში იყიდება. მოდელი ხელმისაწვდომია სხვადასხვა კორპუსის ტიპით: ორ-ნაწილიანი, ერთ-ნაწილიანი და მოდიფიკაციებით, რაც მორგებულია სხვადასხვა საჭიროებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები