კომპანია Hyundai-მ კომპაქტური სედანის ტესტირება დაიწყო, რომელიც სუბბრენდის – Genesis-ის სახელით იქნება წარმოდგენილი და BMW 3-Series-ს გაუწევს კონკურენციას. აღნიშნული მოდელის პირველი ჯაშუშური ფოტოები გამოცემა Carscoops-ის მიერ გავრცელდა.
სავარაუდოდ, ახალი მოდელი, ოფიციალურად 2017 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება. კომპანია მოდელს სპეც-სახელით – G70-ით წარმოადგენს. ასევე ცნობილი გახდა, რომ იგი Genesis-ის ფლაგმანური ხაზის მოდელების G90-ისა და სედანის G80-ის გვერდით იქნება წარმოდგენილი.
Genesis G70 შესრულებულია პროტოტიპის Genesis New York Concep-ის სტილში. ახალი ,,ლამაზმანი’’ ნიუ-იორკის ავტოსალონში გამოჩნდება. არაოფიციალური ცნობებით, ავტომობილის აგრეგატი რვასიჩქარიან ავტომატთან ერთადაა წარმოდგენილი და მისი სიმძლავრე 245 ცხენის ძალას შეადგენს.