LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ბერაია ამ გზაზე იდგა დიდი ხანია, უბრალოდ არავინ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა

329
BeFunky-collage (5)

ირაკლი ბერაია ამ გზაზე იდგა უკვე დიდი ხანია და ის უბრალოდ არავინ არ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობიდან უნდა გადააყენონ.

„არ ვაპირებ გავჩერდე.. თავის მართლება მოუწევს“ – ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, თეონა აქუბარდია სასამართლოს მიმართავს 

„ჩემი აზრით ბერაია აქამდეც უკვე გადაყენებული უნდა იყოს იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მინიმუმ თავისი ნარატივი დაიცვას: ქართული ოჯახი, სიწმინდე, ქალი ქალია და კაცი კაცია, ტრადიციების პატივისცემა და ა.შ. ამ ნარატივში რომ დარჩეს ფიზიკურად, საშუალება რომ არ მიეცეს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ჩვენც, იმის თქმის, რომ ასეთი ქცევა თურმე „მოსულა“ „ქართული ოცნების“ მენტალიტეტით. ბოდიშიც ისე მოიხადოს, რომ ბოდიში ვინც უნდა მიიღოს იმას აზრადაც არ მოსვლია ასეთი რამის მიღება და მერე რომ დაამადლი ბოდიში ხომ მოიხადა კაცმაო. ბოდიში მე სხვა რამის გამო ვიცი, რომ გაწუხებს, მიხვდი, რაც არასწორად გააკეთე და ცდილობ, რომ გაპატიოს იმან, ვის წინაშეც ჩაიდინე ეს არასწორი საქციელი და მართლა მოუბოდიშე. მას რომ ასეთი რამ გაეკეთებინა, საერთოდ არ მივიდოდა აქამდე ეს საქმე, ჩემი აზრით.

ხომ დაინახეთ, რა თქვა და ხომ იცით „ქართული ოცნების“ ნარატივიც, რომ სხვები ებრძვიან ქართულ ტრადიციებს და თვითონ ტრადიციების მოყვარულია, ქალის პატივისმცემელი ხალხი არიან. ამ ნარატივში როგორ ჯდება ეს ყველაფერი? თან ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა? ბერაიას არ დაუწყია მარტო ამით, ბერაია ამ გზაზე იდგა უკვე დიდი ხანია და ის უბრალოდ არავინ არ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა. ჩემი აზრით, გუნდის შიგნითაც ყველასთვის გასაგებია, რომ პრობლემაა ეს ადამიანი. წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციის მხრიდან თქმულიყო ასეთი რამ „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე, გალახავდნენ იმას „ქოცები“ და პასუხსაც ვერაფერს მოსთხოვდი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისათვის, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა.

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

ელისაშვილი ბერაიას: „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები პირიდან როგორ ამოგივიდა.. ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები, ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო“

თეონა აქუბარდია: „თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!“

კობახიძე: „თქვენ გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან ბოდიში რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები