LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანოშ ჰერმანის შეფასებით, საქართველოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

66

საქართველოში ევროკავშირის ელჩი,  იანოშ ჰერმანი, აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

სპეციალური ჯგუფები გვქონდა შექმნილი იმისთვის, რომ მონიტორინგი გაგვეწია არჩევნების მიმდინარეობისთვის. ჩვენი დამკვირვებლები სხვადასხვა ლოკაციაზე ადევნებდნენ თვალყურს პროცესს. ამ დაკვირვებით, ჩვენი დასკვნით, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები.

იყო რამდენიმე მაგალითი, როდესაც გავიგეთ გარკვეული დარღვევების შესახებ, თუმცა უმეტესად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმშვიდე იყო, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, არჩევნებზე დაკვირვებას მეორე ტურშიც განაგრძობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები