სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 მილიარდ 612 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.
იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 4 მილიარდ 97 მილიონი აშშ დოლარი იყო (37.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 515 მილიონი აშშ დოლარი (34.4%-ით მეტი).
უწყების ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5 მილიარდ 418 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.