ავიაბილეთების ფასები თანდათან დაიკლებს. პორტალმა „Avia Sales“-მა პოსტსადღესასწაულო პერიოდის ფასების პროგნოზი გამოაქვეყნა. ექსპერტთა ინფორმაციით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ტურისტული მომსახურების ფასები კატასტროფულად იმატებს. რა თქმა უნდა, ამას მოთხოვნის ზრდა განაპირობებს და დეკემბრის თვეში იაფფასიანი ტარიფი თითქმის არსად აღარ არსებობს.
თუმცა, რაც შეეხება იანვარს, ის სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდია. Aviasales-ის ექსპერტებმა 2013-2016 წლის ფრენები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ახალი წლის გასვლისთანავე ფასები თითქმის 11%-ით დაიკლებს.
უფრო ზუსტად კი, იტალიაში მოგზაურობა – 3%-ით, საფრანგეთი – 13%-ით და ავსტრია კი 23%-ით შემცირდება. ხოლო, მზის მოყვარულებს კი მოცდა გაზაფხულამდე მოუწევთ. თბილ ქვეყნებში მოგზაურობა მხოლოდ მარტის თვეში გაიაფდება.