Turkish Airlines -ის მომდევნო თვის ფრენების განრიგი უკვე ცნობილია. თურქული ავიაკომპანია 2021 წლის იანვარში კვირაში კვლავ 3, ორმხრივ რეისს შეასრულებს თბილისიდან სტამბოლის ახალი აეროპორტის მიმართულებით.
რეისები შესრულდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას, დილის 04:50-ზე. რეისის ნომერი -TK387
სტამბოლიდან გამოფრენა სამშაბათს, შაბათს და კვირას, 20:45 საათზე. რეისის ნომერი – TK386
შეგახსენებთ, ყველა რეისი იქნება როგორც გამყვანი, ასევე შემომყვანი.
