LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვრიდან ტრანსპორტში აბონიმენტების სისტემა ამოქმედდება

365
transportii

ქვეყანაში, იანვრის თვიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონიმენტების სისტემა ამოქმედდება, – ინფორმაცია დღეს დედაქალაქის მერმა გაავრცელა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით, მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლების შემდეგ, ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს მგზავრობის ინტეგრირებული ტარიფი.

„გარდა ამისა, იქნება ტარიფის ინტეგრირებული სისტემა. როგორც იცით, მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში საათნახევრის განმავლობაში ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ავტობუსით და მიკროავტობუსით უფასოდ, დღეის მდგომარეობით ეს სისტემა ყვითელ მიკროავტობუსებში არ ვრცელდება, თუმცა, მოგვიანებით სრულად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება შესაძლებელი გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფი,“- განმარტა თბილისის მერმა.

კალაძე ბიზნესს მიმართავს: საახალწლოდ ქალაქი ერთად გავალამაზოთ, ყველანაირად შეგიწყობთ ხელს

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები