LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელები მალე ადამიანის სარეცხ მანქანას შექმნიან

115
4565

იაპონელი მეცნიერები მუშაობენ სარეცხ მანქანაზე, რომელიც ადამიანებისთვის იქნება გათვლილი. სიახლე არამხოლოდ სხეულის დასაბანად, არამედ სხვადასხვა დაავადებების პრევენციისთვისაც იქნება გათვლილი. ინფორმაციას ამის შესახებ Mail Online ავრცელებს.

მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტით იმართება და ისვე ირჩევს სასიამოვნო მუსიკასა და ვიდეოს, რომლის ყურებაც ბანაობის პროცესში იქნება შესაძლებელი. მეცნიერები პირობას დებენ, რომ ბანაობის პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო იქნება და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით არასასურველი ბაქტერიებიც განადგურდება.

ახალ პროექტზე მუშაობა 2024 წელს დასრულდება და მის შეძენას მსურველები 2025 წლიდან შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები