LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელები უძილო დათვების შემოტევის შესახებ გააფრთხილეს

150
9

იაპონიაში ამ ზამთრისთვის უძილო და თან ძალიან აგრესიული დათვების შემოტევისთვის ემზადებიან. ამის შესახებ გამოცემა The Mainichi წერს.

როგორც წესი, აზიაში ბინადარი დათვები მთელ ზამთარს ძილში ატარებენ. ისინი ქონს იმარაგებენ, შემდეგ დეკემბერში იძინებენ და მხოლოდ მაისში იღვიძებენ. შემოდგომაზე მირთმეულმა საკვებმა ცხოველები ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით უნდა უზრუნველყოს, რათა ბუნაგში მათ 6 თვის გატარება უპრობლემოდ შეძლონ. თუმცა, წელს იაპონიას მეტეოროლოგიური პირობების გამო ცუდი მოსავალი ჰქონდა და დათვებმაც საჭირო საკვების მიღება ვერ შეძლეს.

მეცნიერთა ინფორმაციით, თხილეულის სიმცირე დათვების ქცევაზე მოახდენს გავლენას. ზოგიერთი მათგანი ზამთრის ძილს ნაადრევად დაიწყებს, ზოგიც არასაკმარისი ცხიმის გამო დაძინებას საერთოდ ვერ შეძლებს. „დათვები, რომლებმაც საკმარისი საკვები ვერ მიიღეს, შესაძლოა ბოდიალი გააგრძელონ და დაძინება საერთოდ ვერ შეძლონ.“ ამიტომ მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, არ დატოვოს საკვები სახლთან ახლოს, რათა დათვების ყურადღება არ მიიქციოს.

ბევრი დათვი შიმშილის გამო არც ქალაქის ხმაურს შეუშინდება და ადამიანებთან ზედმეტად ახლოსაც მივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები