იაპონიაში ვეტმფრენი პირდაპირ საცხოვრებელ სახლს დაეცა. გამოცემა „the Japan Times”-ის ინფორმაციით, შემთხვევა საგას პრეფექტურაში მოხდა და ხომალდი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სახლი, რომელსაც ვეტმფრენი დაეცა თითქმის სულ დაიწვა და ამჟამად სპეციალისტები ზარალის დათვლას ცდილობენ. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს სახლი ცარიელი იყო და სავარაუდოდ, არავინ დაზარალებულა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა იაპონიაში გასულ წელსაც მოხდა და მაშინ სამხედრო ვეტმფრენი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მთებში ჩამოვარდა.