LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის ელჩის ცოლმა ქართულ სასწავლებელში იაპონური ჩაის ცერემონიალი ჩაატარა

108

ქართულ სასწავლებელში 13 ივნისისს, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის მეუღლემ კაიტანი ჰარუემ, საკუთარი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით  იაპონური ჩაის ცერემონიალი ჩაატარა.

ცერემონიალზე საპატიო სტუმრად იყო მოწვეული ქართულ-იაპონური საზოგადოების პრეზიდენტი, იაპონიის იმპერატორის ორდენის კავალერი, პროფესორი კარლო ქველაძე, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, ქართული სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები.

მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები ჩაის მომზადების პროცესში.

უკვე 23 წელია ქართულ სასწავლებელსა და იაპონიას შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები. ფუნქციონირებს მოსწავლეთა გაცვლითი სასწავლო პროგრამა. აქტიურად იმართება ქართული სასწავლების მოსწავლეთა გამოფენები იაპონიაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g