საბურთალოზე იარაღის მუქარით მამაკაცს “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილი წაართვეს. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ავტომობილი ნაპოვნია.