LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IArt Gallery-ში სოფო მინაძის ხელნაკეთი ნივთების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა იმართება

48269304_1175322575977883_4859217198582857728_n

ქართულ ბაზარზე ორიგინალური ხელნაკეთი აქსესუარები 2 წლის წინ გამოჩნდა. სოფო მინაძე მომხმარებლებს გამორჩეულ, სხვადასხვა შერეული მასალებით დამზადებულ სამკაულებს, ჩანთებს,  სამოსსა და ქუდებს სთავაზობს.

სოფო აქსესუარების რეალიზებას სოციალური ქსელ ფეისბუქით და გამოფენა-გაყიდვების მეშვეობით ახდენს.

„ჩემი ნამუშევრები დამზადებულია შერეული მასალებით: ბუნებრივი ტყავი, თექა, ბუმბული და ა.შ“,- აცხადებს სოფო.

დიზაინერი სამომავლოდ ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. ის ამბობს, რომ განიხილება ბავშვის ხაზის დამატებაც.

„ამ ეტაპზე ვმუშაობ საბავშვო კოლექციაზე, სამომავლოდ ვგეგმავ ამ ხაზის განვითარებას“, – ამბობს სოფო მინაძე.

სოფო მინაძის მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა 15 და 16 დეკემბერს  IArt Gallery-შია შესაძლებელი.

„ეს ჩემი მეოთხე პერსონალური გამოფენაა“  – ამბობს დიზაინერი.

გამოფენა-გაყიდვა 15 დეკემბერს 18:00 საათიდან გაიხსნება და მსურველს საშუალება ექნება 2 დღის განმავლობაში შეიძინოს სასურველი ნივთები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g