14 ივნისს, leni Sessions-ის საშუალებით, ფონდ “იავნანას” ეგიდით, მორიგი ღონისძიება გაიმართება.
ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასში მონაწილეობას მიიღებს პატარა გენიოსი პიანისტი და კომპოზიტორი, ცოტნე ზედგინიძე, რომელიც ახალდაწერილ კომპოზიციას შეასრულებს.
ამის შესახებ ფონდმა “იავნანამ” პაატა ბურჭულაძის კომენტარი გაავრცელა, რომელსაც უცელად გთავაზობთ:
“14 ივნისს, ფონდ „იავნანასთან“ ერთად ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოების პრემიერა გველოდება!
ეს საოცარი ბიჭი საზოგადოებამ პირველად ზუსტად ერთი წლის წინ, 14 ივნისს გაიცნო, როდესაც ცოტნეს პირველი კონცერტი გაიმართა. ვირტუოზული შესრულება არ არის ის მთავარი, რამაც ყველანი გაგვაოცა, მისი მუსიკალური ენის სიღრმე და მასშტაბი იყო დაუჯერებელი, ხასიათების გამოსახვა ბგერებით, სათქმელის გადმოცემის მანერა… ჩემს უცხოელ მეგობრებს, სანამ კადრები არ ვანახე ვერ ვაჯერებდი, რომ ამას უკრავდა 10 წლის ბიჭი.
ამჯერად, ცოტნემ დედის ხსოვნას მიუძღვნა ნაწარმოები „ზარები“ , რომლის ლაივსთრიმს 14 ივნისს 20:00 წარმოგიდგენთ პროექტი lenø Sessions ფონდ „იავნანასთან“ ერთად.
წარმატებული პრემიერა ვუსურვოთ ცოტნეს!
მადლობა მინდა გადავუხადო მის აღმზრდელ პედაგოგს და ამავე დროს ბებიას, ნინა მამრაძეს. მადლობა ნიკოლოზ რაჭველს, რომ ერთი წლის წინ სცენაზე გამოიყვანა და გაგვაცნო პატარა ცოტნე.”