LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდენტიფიცირება რად უნდა? ჯარიმას დაუწერენ და ეგ არის, მეტი რა უნდა უყონ?!“ – მორგოშიას თქმით, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა „მეორე ფრონტის გახსნასთან ასოცირდება“

179
Untitled design (2)

პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კოკა მორგოშია „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დანაშაულია.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს

როგორც მორგოშია ამბობს, ევროკავშირის დროშა მეორე ფრონტის გახსნასთან ასოცირდება:

„ევროკავშირის დროშა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის ასოცირდება მეორე ფრონტის გახსნასთან, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასთან და ჩვენს შიდა სამზარეულოში ჩარევასთან.

დანაშაული არ არის მეორე ფრონტის გახსნა? აბა, რა არის?.. სხვა რომელი ქვეყნის პარლამენტარები და დეპუტატები ერევიან ჩვენს საქმეში, ეგენი ერევიან, ეგენი გვაძლევენ მითითებებს და ამერიკულ კანონზე იძახიან, რომ რუსულია, და არ არის ეგ პრობლემა?!“ – ამბობს მორგოშია.

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაში მონაწილე პირთა  იდენტიფიცირება და დაჯარიმება მოხდება.

„იდენტიფიცირება რად უნდა? პირდაპირ თქვა ზურა მახარაძემ, მე ჩამოვხსენი დროშაო. ჯარიმას დაუწერენ და ეგ არის, მეტი რა უნდა უყონ?“, – აცხადებს მორგოშია.

მახარაძე ევროკავშირის დროშაზე: „მე ჩამოვხსენი, მაგ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესეს, ქვითარი გამომიგზავნეთ“

კოკა მორგოშია ასევე საუბრობს მოთხოვნებზე, რომლებიც გუშინ გააჟღერეს და აღნიშნავს: „ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ დაკმაყოფილდეს“.

„სამ-ნახევარი ველური რუსეთუმე შეკრიბეს 100 000 ქართველის პასუხად“, „ეგ ბანდერლოგები „ქოცები“ არიან“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა „ალტ-ინფოს“ მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას

ომბუდსმენი ევროკავშირის დროშის დაწვაზე – “შეუარცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს”

ხუნდაძე: ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას

magti 5g