იდრის ელბა რაინდად აკურთხეს, რის შემდეგაც მან სერ იდრის ელბას ტიტული მიიღო. ტიტული მას პირადად მეფე ჩარლზ III-მ გადასცა.
კურთხევის ოფიციალური ცერემონია 2 ივნისს, უინძორის ციხესიმაგრეში გაიმართა.
ბრიტანელ მსახიობს რაინდობა მიენიჭა არა მხოლოდ მისი სამსახიობო კარიერის, არამედ ქველმოქმედებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა მისი საქმიანობა Elba Hope Foundation-ში და კამპანიები დანაშაულის პრევენციისთვის.
საინტერესოა, რომ თავად მსახიობმა კარიერა სწორედ მეფის საქველმოქმედო ფონდის – The King’s Trust გრანტით დაიწყო, როდესაც 18 წლის იყო.
იდრის ელბასთან ერთად, ცერემონიაზე საპატიო წოდებები სხვა ცნობილმა ადამიანებმაც მიიღეს.