ველი, რომ ისრაელი “ჰამასს” პროპორციულად უპასუხებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ისრაელს უფლება აქვს თავდასხმების პირობებში საკუთარი თავი დაიცვას, მაგრამ ელის, რომ ისრაელის „ჰამასისთვის“ პასუხი პროპორციული იქნება.
„ველი, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც ისრაელის პასუხებს ვნახავთ, ისინი პროპორციული იქნება და მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეს კონფლიქტი გრძელდება, ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთოთ, რათა უდანაშაულო სამოქალაქო პირების დანაკარგები აღვკვეთოთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.