პურის მწარმოებელი კომპანია “იფქლი” ნიკორას საცალო ქსელთან პარტნიორობას იწყებს. დღეიდან „იფქლის“ პურეული „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელების გაყიდვაში ჩაეშვა.
„ნიკორაში“ კომპანია „იფქლის“ 9 დასახელების პროდუქცია უკვე იყიდება, მათ შორის: იფქლის დაჭრილი და დაუჭრელი თეთრი ბატონები, ქართოს ბატონები, ეკონომბატონი, ბატონი სტანდარტი, ქატოს პური, უმაღლესი ხარისხის პური და ტოსტის პური. აღნიშნული სახეობის პურები ნიკორას მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება. მომავალში „იფქლი“ და „ნიკორა“ ერთგულ მომხმარებლებს მრავალ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდებიან.
შეგახსენებთ, კომპანია „იფქლის“ პურ-ფუნთუშეული ქართულ ბაზარზე 1993 წლიდანაა წარმოდგენილი.