LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგორ კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონატისთვის 12 კალათბურთელი დაასახელა

44

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე 12 კალათბურთელი დარჩა. იტალიის ქალაქ ტრიესტეში ჩატარებული ტურნირის შემდეგ იგორ კოკოშკოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარადგენს.

ესენი არიან: გიორგი ცინცაძე, ჯეიკობ პულენი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, დუდა სანაძე, ლევან ფაცაცია, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი, ბექა ბურჯანაძე, ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი. შესაბამისად, ნაკრები დატოვეს გამთამაშებელმა ოთარ ფხაკაძემ და ცენტრმა გიორგი შარაბიძემ.

გუშინ ნაკრებს დასვენების დღე ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები