LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე – „სამების საკათედრო ტაძარში დღეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით“

124
ილია მეორე

უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილშია ნათქვამი.

„აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ.

ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი.

ყოვლადწმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ, მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ გამოსვენება შედგება სამების საკათედრო ტაძრიდან 13 მარტს, 14:00 საათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g