UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოს გუშინ ეწვია, დღეს ბერია ანდრიას ფონდის ბენეფიციარებს ესტუმრა.
ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ილია თოფურიას ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადასცეს.
„დღეს UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით.
მიხარია, რომ ამ ელჩის ტიტულს მეც ვატარებ რამდენიმე თვეა. ილია შესანიშნავი სპორტსმენი და მოქალაქეა. მან საკუთარი საჩემპიონო ჰონორარით სოლიდური სიმსივნის დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი Ilia Topuria ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation – ის ბენეფიციარებს ესტუმრა…
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on სამშაბათი, 19 მარტი, 2024
ცნობისათვის, ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია.
ილია თოფურია დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.