LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია“ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

197
Untitled design (2)

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი იხურება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სოციალური ქსელით ეხმაურება.

„თუ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან“ – თბილისის მერია

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპერტიზა მათ არ ჩაუტარებიათ.

„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ილიას…

Posted by სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau on Wednesday, 13 September 2023

 

 

mazda magti 5g