LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი დუბაიში სატრანსპორტო გვირაბს ააშენებს – პროექტის ღირებულება 545 მილიონ დოლარზე მეტია

140
ქირიას NEWS შაბლონი

ილონ მასკის კუთვნილი The Boring Company დუბაიში მაღალსიჩქარიანი მიწისქვეშა საგზაო ქსელის – Dubai Loop-ის მშენებლობას იწყებს. პროექტის შესახებ გამოცემა The National წერს.

პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ოთხი სადგური, რომლებიც განთავსდება Burj Khalifa-ს მიმდებარედ, DIFC 2-ის ტერიტორიაზე, Dubai Mall Zabeel-ის ავტოსადგომთან და Brookfield Place-ის საერთაშორისო სატრანსპორტო ტერმინალში.

დუბაის საგზაო და სატრანსპორტო მართვის უწყების – Roads and Transport Authority (RTA) ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი 565 მილიონი დირჰამი (დაახლოებით 153,8 მილიონი დოლარი) იქნება. საწყის ეტაპზე გვირაბი DIFC-სა და Dubai Mall-ს დააკავშირებს და ქალაქის ზედაპირულ მოძრაობას ალტერნატიულ, მიწისქვეშა მარშრუტს შესთავაზებს.

მთლიანი ქსელი 19 სადგურისგან და 22,2 კილომეტრი სიგრძის გვირაბებისგან შედგება. გვირაბების დიამეტრი 3,6 მეტრი იქნება. პირველი ეტაპის მშენებლობას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, ხოლო სრული პროექტი ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. საერთო ინვესტიცია 2 მილიარდ დირჰამს (დაახლოებით 545 მილიონ დოლარს) შეადგენს.

პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2026 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. მოსალოდნელია, რომ სისტემა დღეში დაახლოებით 13 000 მგზავრს მოემსახურება, ხოლო სრული მარშრუტის გამტარუნარიანობა 30 000 მგზავრამდე გაიზრდება. ახალი გვირაბი Dubai Mall-სა და DIFC-ს შორის მგზავრობის დროს 20 წუთიდან დაახლოებით 3 წუთამდე შეამცირებს.

პროექტი მოიცავს მიწისქვეშა გვირაბებს, რომლებიც სპეციალურად ელექტრომობილებისთვის, მათ შორის Tesla-ს ავტომობილებისთვის იქნება გათვლილი. სადგურები მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის პუნქტებად იმუშავებს. თავდაპირველად მანქანებს მძღოლები მართავენ, თუმცა მომავალში შესაძლებელია ავტონომიური, უპილოტო რეჟიმზე გადასვლაც.

შედარებისთვის, ჩინეთში ცოტა ხნის წინ გაიხსნა 22,13-კილომეტრიანი „ტიანშან შენლის“ გვირაბი, თუმცა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბის სტატუსს კვლავ Lærdal Tunnel ინარჩუნებს, რომელიც ნორვეგიაში მდებარეობს და 24,51 კილომეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g