ამერიკულმა ჟურნალმა Forbes ილონ მასკი რეიტინგის არსებობის ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა. Telsa-სა და SpaceX-ის დამაარსებლის ქონება რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა და 271,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ორი ამერიკული კორპორაციის კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ფინანსური გამოცემის პრესტიჟულ რეიტინგში „ტესლას“ დამაარსებელმა Amazon-ის მფლობელსაც კი გადაასწრო.
მასკის ქონების ძირითადი ნაწილი – Tesla-ს აქციების 21%-ია. რამდენიმე დღის წინ ელექტროქარების მწარმოებლის აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, რამაც ამერიკელ ბიზნესმენს 42 მილიარდი დოლარი მოუტანა. ასეთი ნახტომი ფირმა Hertz-თან დადებულ ძვირადღირებულ კონტრაქტს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც „ტესლამ“ 100 000 ელექტროქარი გაყიდა.