საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „აკუსტიკას” გიორგი ასანიშვილი და სოფო გორელაშვილი წაიყვანენ. გიორგი ასანიშვილი პროექტის ავტორი და მთავარი პროდიუსერია, სოფო გორელაშვილი კი სერიალის „სიყვარულს მიღმა” მსახიობი.
„🎉კიდევ ერთი გამოწვევის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში, ულამაზესი და უმშვენიერესი გამოწვევის ✨✨✨ აი რომ გეკითხებიან სად ხედავ შენ თავს 5 წლის მერე ? არასდროს მქონდა პასუხი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადაცემა „აკუსტიკა“-ს ახალი წამყვანი სოფო გორელაშვილი წერს.
„ვიცოდი რა მინდოდა, ჩემთვის მშვიდად, მაგრამ როგორ მოხდებოდა ან რა გზა უნდა გამევლო არ ვიცოდი… გავიარე
დღეს მე მიხარია, მადლიერი ვარ და თან ამაყიც, რომ იმ გუნდის ნაწილი გავხდი, რომლის პროექტებსაც ძალიან დიდი ხანია თვალს ვადევნებ და მიმაჩნია რომ ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანია საქართველოში✊
ეს ადამიანები ქმნიან ჯადოსნურ აკუსტიკას🔮Nincho PirtskhalavaSalome BendianishviliTamta TskvitariaGiorgi DekanoidzeVakho KhvichiaZaza Orashvili @giorgiasanishvili 👏👏👏 – და მადლობა რომ თქვენს აკუსტიკურ ოჯახში ასე თბილად მიმიღეთ 💛⭐️
მაშ ასე – დღეს 21:30 პირველ არხზე აკუსტიკის განახლებული სეზონი იწყება 💜“, – წერს სოფო გორელაშვილი.
ცნობისათვის, მანამდე გადაცემა „აკუსტიკის” წამყვანები მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი იყვნენ.