ფოტოგრაფი მარი ნაკანი დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მის ჩართულობასა და სპეციალური ძალების დანიშნულების რაზმებთან მის ურთიერთობაზე სოციალურ პლატფორმა instagram-ზე წერს და აქვეყნებს ფოტოს შემდეგი ტექსტით:
„რამდენიმეს ცისფერი თვალები აქვს. ვიცნობ სხვაგანაც რომ შემხვდნენ. ყოველდღე იქ ვდგავარ, პირისპირ ვუდგები და თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს..
ხედავენ, რომ პირბადეც კი არ მიკეთია, ხედავენ რომ არ მეშინია. წიწაკის სპრეი როცა შემასხეს ერთერთმა ჩამყვირა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდე არ დაკარგოო..მე თვალები მქონდა დახუჭული, გული მიფეთქავდა, ცრემლები თავისთავად მომდიოდა და სუნთქვა მიჭირდა, მახსოვს იქვე გამიყვანეს რობოკოპებმა და მთხოვეს ეგ ხელები თვალებში არ ამოისვაო..
ეს უცნაური ომია.. გვერჩიან მაგრამ თან სინდისი ქეჯნით. გვემუქრებიან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გვიფრთხილდება და ცდილობს არავინ დააზიანოს..
გუშინწინ ერთ-ერთმა ხელი მომკიდა მაღალი ბოძიდან გადამახტუნა და მთხოვა ქალბატონო თავს უშველეთ რამე არ დაიზიანოთო… ვხედავ რომ ქალებს და ბავშვებს ჯერჯერობით არ გვარტყამენ.
იმ ქალებს მინდა მივმართო, ვისაც „ქოცი“ დეპუტატი ქმრები ჰყავთ, ვისაც რობოკოპი, ზონდერი ან პოლიციელი ქმრები ჰყავთ სახლში, შესაძლოა მათი დედები ხართ ან დები, შვილები ან მეგობრები:
ქალებო, გოგოებო!
თქვენ მოგმართავთ – მე ფოტოგრაფი მარი ნაკანი, რომელიც არასოდეს, არცერთი პარტიის მომხრე და წარმომადგენელი არ ყოფილა, რომელიც მთელი ცხოვრებაა ვემსახურები ჩემს ქვეყანას, განათლებას, ვავრცელებ საკუთარ გამოცდილებას , მყავს უამრავი სტუდენტი და მოწაფე, რომელიც შეიძლება თქვენი შვილია.
გული გახსენით გოგოებო, ინტუიციას მიენდეთ და სიყვარულის ხმას დაუკავშირდით თქვენში. ეს ხალხი ვინც აქციაზე გამოდის მშვიდობიანი, გულანთებული, სამშობლოში უკიდეგანოდ შეყვარებული ადამიანები არიან!
მათაც უცემთ გულები, მათაც ჰყავთ შვილები, ისინიც ტირიან, იმათ უფრო ეშინიათ, მათაც ჰყავთ დედები, მამები, ბებიები და ბაბუები. ზოგი შშმ პირია, ზოგი ჯენზი, ზოგი ვეტერანი, ზოგი საეკლესიო პირი, ზოგი ჟურნალისტი, ზოგიც სკოლის მოწაფე… ვის ურტყამთ? ვის ასუნთქებთ მომწამლავ გაზს? ვის ატერორებთ, ქართველებს?
ჩვენებს? შენებს? შენი შვილის ტოლებს? შენი მეგობრის შვილებს?
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, საპროტესტო აქციების მიზნობრიობის შესახებ, საკუთარ მოსაზრება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ „რადიკალი აქტივისტების“ არ ეშინია.
ნინო წილოსანს ვერ ვთაგავ, დაბლოკოლი ვყავარ დიდი ხანია ინსტაზე, ლაივში ონლაინ მოვიწვიე და არ მპასუხობდა. მისი მისამართი ვიკითხე საჯაროდ და 2 უდიდესი სტატუსი მომიძღვნა , რომ თურმე ფაშისტი ვარ და მისი შვილი დასტრესილია ჩემს გამო…
წაკითხულიდან შინაარსის გამოტანასთანაც პრობლემებია აშკარად. ნინო ვინც მართლა ფაშისტია იმათ გადაეცით, უმოწყალოდ ნაცემ ადამიანებსაც ჰყავთ შვილები“. – წერს მარი ნაკანი.