უფლეადამცველი ანა არგანაშვილის თქმით, თავისი მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არ რეკავს ხალხი პოლიციაში.
მისი თქმით, საზოგადოების გაკრიტიკებას და წუწუნს, ჯობს ის ხარვეზები გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია.
ბინიდან გამოვარდნილმა ადამიანმა სასწრაფოში დარეკვა ურჩია ქვემოთ მსხდომებს და გაიქცა, თუმცა დიდხანს არავინ დარეკა არსად!
ქუთაისში მოკლულ ქალზე: ხალხს ხმა ესმოდა, მაგრამ არავინ ასულა მისაშველებლად
“ვის რამდენჯერ დაგირეკავთ სავარაუდო დანაშაულის შესატყობინებლად პოლიციაში და შემდეგ გივლიათ გამოკითხვაზე ჯერ პოლიციაში, მერე სასამართლოში. დავითვალოთ სტატისტიკა და გავაანალიზოთ, რა ბარიერებს ვაწყდებით. რა გვეხმარება და გვიშლის ხელს მოქალაქის ვალდებულების განხორციელებაში. ვიცოდეთ მაინც.
Update: შსს-ში ვისაც გეხებათ ჩაატარეთ თვისობრივი კვლევა და გაიგებთ, რატომ არ რეკავს ხალხი და რა უნდა შეიცვალოს სისტემში რომ დარეკონ.
Update 2: ამ პოსტით რისი თქმა მინდა: იმაზე წუწუნს, რომ ხალხი არ რეკავს, ჯობს ვიკითხოთ რატომ არ რეკავს და ხარვეზები (რაც ხელს გვიშლის დარეკვაში) გამოვასწოროთ. იქნებ შეგვიძლია გამოსწორება” – წერს არგანაშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისში 30 წლის ქალი მოკლეს. ღია ფანჯრიდან ისმოდა კონფლიქტის ხმა, თუმცა პოლიციაში მეზობლებმა გვიან დარეკეს.